საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენებისთვის ვაკის პარკთან ერთი პირი დააკავეს - დაკავებულია კიდევ რამდენიმე ადამიანი

საქართველო, თბილისი - 11:21 | 09.05.2019
ნანახია: 844

ვაკის პარკთან საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენების გამო, სამართალდამცველებმა ერთი ადამიანი დაკავეს. 

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე დააკავეს 2 პირი – 1983 წელს დაბადებული და 1958 წელს დაბადებული მოქალაქეები, წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელის დაუმორჩილებლობის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით. პოლიციამ კიდევ ერთი პირი – 1969 წელს დაბადებული თ. ფ. საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენებისთვის, საქართველოს კანონის „თავისუფლების ქარტია“ გათვალისწინებული წესების დარღვევისთვის 174-ე 16 პრიმა მუხლით, გადაიყვანა პოლიციის განყოფილებაში.

ვაკის პარკთან ორი აქცია მიმდინარეობს. ერთს „საქართველოს უკვდავი პოლკი“ მართავს, რომელშიც პრორუსული ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ, მეორე კი მათი კონტრაქციაა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე