მეგან მარკლისა და პრინც ჰარის ვაჟის პირველი ფოტოსესია | ფოტო

საქართველო, თბილისი - 15:57 | 08.05.2019
ნანახია: 1182

მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ თავიანთი ახალშობილი ვაჟი საზოგადოებას წარუდგინეს.

სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ უინძორის სასახლეში ჟურნალისტები მიიწვიეს. მეგანის სურვილით მიწვეულებს შორის იყვნენ ამერიკული ტელეარხის CBS-ის წარმომადგენლებიც.

უინძორის სასახლეში იმყოფებოდა მარკლის უახლოესი მეგობარი, ტელეწამყვანი გეილ კინგიც.

კინგი და მისი გუნდის წევრები ერთადერთი უცხოელი ჟურნალისტები იყვნენ ფოტოსესიაზე.

ბედნიერი მშობლები ბავშთან ერთად კამერების წინ პოზირებდნენ. 37 წლის მეგანს თეთრი სამოსი ეცვა და კარგად გამოიყურებოდა.

პრინც ჰარისა და სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლს ვაჟი 6 მაისს შეეძინათ.

ახალშობილი უფლისწულის სახელი ჯერჯერობით უცნობია. ის დედოფალ ელისაბედის მერვე შვილთაშვილი და სამეფო ტახტის რიგით მეშვიდე მემკვიდრეა.

 

 

 

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე