ტერორისტული აქტი, რეალურად რომ იგეგმებოდა, ამაშე ეჭვი არ მეპარებოდა - იოსებ გოგაშვილი

საქართველო, თბილისი - 14:41 | 08.05.2019
ნანახია: 879

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე იოსებ გოგაშვილი მალხაზ მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს. როგორც მან რუსთავი 2"-თან სატელეფონო ინტერვიუს დროს განაცხადა, ეჭვი არ ეპარება, რომ ტერორისტული აქტის განხორციელება მართლაც იგეგმებოდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების ყოფილი მაღალჩინოსნის თქმით, მას ურჩიეს, რომ უსაფრთხოების ზომები გაეძლიერებინა, თუმცა გოგაშვილი არ აკონკრეტებს, რომელი უწყებისგან მიიღო გაფრთხილება.

„გუშინ 5 საათზე ოყო საჯარო ბრიფინგი და გუშინ შევიტყვე ზუსტად რა იყო, იქამდე არ მქონდა ინფორმაცია. უბრალოდ ვიცოდი ის, რომ მირჩიეს, უსაფრთხოების ზომები გამეძლიერებინა, მეტი დეტალები ჩემთვის ცნობილი არ იყო. რეალურად რომ იგეგმებოდა, ამაში ეჭვი არ მეპარებოდა, იმიტომ, რომ გასაჯაროვდა გუშინ, დაკითხვები მიდის, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს,“ - განაცხადა გოგაშვილმა.

მისი თქმით, მაჩალიკაშვილები შეგნებულად შეიყვანეს შეცდომაში, და ის პანკსიში არ ყოფილა.

მას ეჭვი აქვს, რომ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, რის შედეგაც თემირლან მაჩალიკაშვილი გარდაიცვალა, მაჩალიკაშვილები შეგნებულად შეიყვანეს შეცდომაში. გოგაშვილი არ აკონკრეტებს, ვინ მიაწოდა მათ არასწორი ინფორმაცია.

„ამ ადამიანზე დიდი ხნის განმავლობაში დეზინფორმაციის მიწოდება, შეცდომაში შეყვანა მიდიოდა, რომ თითქოს, მე იქ ვიყავი, თითქოს, ბრძანება გავეცი, თითქოს, ჩარეული ვიყავი. ეს ყველაფერი ტყუილია, აბსურდია, მე არსად არ ვყოფილვარ. ახლა ვრცლად ვერ გესაუბრებით, რადგან გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ მოვა დრო და ბევრ რამეს აეხდება ფარდა და ბევრ სიმართლეს გაიგებთ,“- განაცხადა სოსო გოგაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გუშინ განაცხადეს, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახული ჰქონდა ტერაქტის ორგანიზების გზით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის იოსებ გოგაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მკვლელობა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე