მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე კიდევ ერთხელ დაიბარეს

საქართველო, თბილისი - 14:01 | 08.05.2019
ნანახია: 820

მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კიდევ ერთხელ დაიბარეს.  მაჩალიკაშვილი უწყებაში 15 საათზე უნდა გამოცხადდეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გუშინ განაცხადეს, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს განზრახული ჰქონდა ტერაქტის ორგანიზების გზით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის იოსებ გოგაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მკვლელობა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ფარული აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც გამოძიების მტკიცებით, მალახაზ მაჩალიკაშვილი თავის ძმისშვილს ტერორისტული აქტის მომზადებას ავალებს. ამ საქმეზე მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი დაკითხეს, თავად მაჩალიკაშვილი კი ჩანაწერს ფაბრიკაციას უწოდებს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე