ეუთო სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შექმნილი ვითარებით შეშფოთებულია

საქართველო, თბილისი - 13:22 | 25.09.2015
ნანახია: 2076

ეუთოს მინსკის ჯგუფი, სომხეთისა და აზერბაიჯანის სამხედრო ძალებს შორის ესკალაციის  გამო შეშფოთებულია.

მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები აღნიშნავენ, რომ ორივე მხარე საცხოვრებელ კვარტლებში და მათ მიმდებარედ იყენებენ არტილერიასა და მძიმე შეიარაღებას, რაც მშვიდობიანი ადამიანების მსხვერპლით მთავრდება.

მინკის ჯგუფი იმედოვნებს, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი შექმნილ ვითარებას ნიუ-იორკის უახლოეს შეხვედრაზე განიხილავენ.

უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მდგომარობა გამწვავდა. ორივე მხარის სამხედრო მოსამსახურეებმა არაერთხელ დაცხრილეს ერთმანეთის ბლოკპოსტები და დასახლებული პუნტქები.

შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეებიც. კონფლიქტის მხარეები პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ.

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე