Apple ისევ მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კომპანიაა

საქართველო, თბილისი - 11:55 | 06.05.2019
ნანახია: 1006

კომპანია Apple საბაზრო კაპიტალიზაციის მხრივ, ისევ მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ კომპანიად დასახელდა. როგორც ირკვევა, დღეისათვის Apple-ს საბაზრო კაპიტალის ღირებულება 992.66 მლრდ დოლარია. უახლოეს პერიოდში კი კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბებს.

Apple-ს ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, კომპანიის აქციებმა სწრაფი ზრდა დაიწყო და ერთი აქციის ფასმა 215,31 დოლარი შეადგინა.

კომპანია Microsoft-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ ცოტა ხნის წინ 1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა და Apple-ს გადაუსწრო კიდეც, თუმცა დღეისათვის მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 979,92 მლრდ დოლარს შეადგენს.

რეიტინგში მესამე და მეოთხე პოზიციაზე არიან Amazon-ი (941,10 მლრდ დოლარი) და Alphаbet-ი (812,09 მლრდ დოლარი) არიან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე