შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა

საქართველო, თბილისი - 10:25 | 16.12.2015
ნანახია: 1578

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული, თბილისში მცხოვრები სიმისტან ი. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გადაზიდვის ბრალდებით, თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის 22-ე კილომეტრზე დააკავეს.
სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, 20,3780 გრ ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს, რომელიც ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 0,1881 გრ ჰეროინს და 1,1913 გრ კოდეინს შეიცავს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გადაზიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით)


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე