ქმრის ღალატის გამო ქეით მიდლტონი აბაზანაში უგონო მდგომარეობაში იპოვეს

საქართველო, თბილისი - 16:47 | 03.05.2019
ნანახია: 2397

ქეით მიდლტონის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა იმ სტრესის გამო, რომელიც მან ქმართან ურთიერთობის გარკვევის შემდეგ გადაიტანა.

ამის შესახებ ამერიკული გამოცემა Globe იუწყება.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრინცმა უილიამმა ქეითს მის ახლო მეგობართან, როუზ ჰანბერთან უღალატა, რომელიც 58 წლის მარკიზ დევიდ როქსევჯის მეუღლეა.

როდესაც ქეითამდე აღნიშნულმა ჭორებმა მიაღწია, მან ქმარს განმარტებები მოსთხოვა. თუმცა უილიამმა ის დაარწმუნა, რომ ღალატს ადგილი არ ჰქონია. ქეითმა სიტუაციის გართულებას თავი აარიდა, მაგრამ ქორწინების კრიზისი მძიმედ გადაიტანა.

 როგორც გამოცემა იუწყება, ის თითქოს არაფერს ჭამდა და ორი კვირის განმავლობაში უძილობა სტანჯავდა.

 „ის ბავშვებს აძინებდა, რთავდა ტელევიზორს, მაგრამ არ უყურებდა, მხოლოდ ეკრანის წინ ბოლთას სცემდა და ქვითინებდა.... ან აბაზანაში იკეტებოდა და ისტერიკულად მოთქვამდა“, - განუცხადა გამოცემას წყარომ.

ქეითი თავისი მშობლების სახლში აბაზანაში ერთ დღეს, უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ამან კი მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სერიოზული შეშფოთება გამოიწვია.

შეშინებული უილიამი სასწრაფოდ ცოლთან გაეშურა. ამასთან, გამოცემის მტკიცებით, ქეითისა და უილიამს ერთმანეთი ჯერ კიდევ ძალიან უყვართ და განშორებას არ აპირებენ.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქეითმა ურთიერთობა გაწყვიტა თავის საუკეთესო მეგობართან როუზ ჰანბერისთან. უფრო მეტიც, ჰერცოგინიამ ქმარს როუზისა და მისი ქმრის გარიცხვა მოსთხოვა სამეფო ოჯახთან დაახლოებული წრეებიდან.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე