ბავშვის შიმშილისა და თვითმკვლელობის ურთიერთკავშირი არის ქვეყნის ტრაგედია და სახელმწიფოს სირცხვილი - სალომე ზურაბიშვილი

საქართველო, თბილისი - 17:45 | 22.04.2019
ნანახია: 1072

 

ბავშვის შიმშილისა და თვითმკვლელობის ურთიერთკავშირი არის ქვეყნის ტრაგედია და სახელმწიფოს სირცხვილი, - საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მარტვილში არასრულწლოვანის თვითმკვლელობის ფაქტს ეხმიანება და როგორც ქვეყნის რიგითი მოქალაქე, მოზარდის ოჯახს ბოდიშს უხდის.

„არ შეიძლება, არ გამოვეხმაურო ახალგაზრდის თვითმკვლელობის ტრაგიკულ ფაქტს და შიმშილობასთან ამ ფაქტის დაკავშირებას. ვერ გავარკვევ, რამდენი ფაქტორი იყრის თავს ასეთი ტრაგედიის წარმოქმნაში, მაგრამ მე, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტმა ვიცი, რომ ბავშვის შიმშილისა და თვითმკვლელობის ურთიერთკავშირი არის ქვეყნის ტრაგედია და სახელმწიფოს სირცხვილი. ასეთი ტრაგედიები უნდა აღიკვეთოს. ამიტომ აქვე, მივმართავ ჯანდაცვის სამინისტროსა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურს, სასწრაფოდ დაიწყონ სოციალურად დაუცველი, უკიდურესად ღარიბი ოჯახების აღწერა და ამ ოჯახების ბავშვებისთვის მიღებულ იქნას განსაკუთრებული ზომები. ვიზიარებ გარდაცვლილის ოჯახის მწუხარებას და ბოდიშს ვუხდი, როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე. ამავდროულად, უნდა ვთქვა ისიც, რომ სირცხვილად მიმაჩნია ასეთი ტრაგედიის პოლიტიკური ნიშნით გამოყენება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე