წინა ხელისუფლების დროს მოხდა, სამწუხაროდ, აზრის დამკვიდრება, რომ ძალოვნების მიერ გამოყენებული ძალა ასოცირებულია უსამართლობასთან - კაკულია

საქართველო, თბილისი - 16:49 | 22.04.2019
ნანახია: 992

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რომან კაკულია, პანკისში მომხდარ დაპირისპირებას ეხმიანება.მმართველი გუნდის დეპუტატი ფიქრობს, რომ გახარიას მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლებაბევრისთვის მისაღებიც იყო, რადგან ქვეყანაში ზოგადად გადაწყვეტილების მიღების პრობლემაარსებობს.
კაკულიას განცხადებით, ქვეყანას ენატრება სახელმწიფო მოხელე, რომელიც გადაწყვეტილებას იღებსდა მოქმედებს. მისი თქმით, სხვა საკითხია სპეცრაზმის მოქმედება.
დეპუტატის განცხადებით, წინა ხელისუფლების დროს დამკვიდრდა აზრი,რომ სპეცრაზმის მიერ ძალისგამოყენება აღქმულია, როგორც ძალის უპირობო გადამეტებად. კაკულიას აზრით, ასეთისტერეოტიპის არსებობა არასწორია.
"გახარიას მიერ მიღებული გადაწყვეტილებები - ახლა თუ ვინმეს რამე ენატრება ამ ქვეყანაში არისსახელმწიფო მოხელე, რომელი გადაწყვეტილებებს ღებულობს. ბევრს მოეწონა კიდეც, იმიტომ რომგადაწყვეტილების მიღება პრობლემა აღმოჩნდა ამ ქვეყანაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. არისმეორე მოცემულობა, წინა ხელისუფლების დროს მოხდა, სამწუხაროდ, აზრის დამკვიდრება, რომძალოვნების მიერ გამოყენებული ძალა ასოცირებულია უსამართლობასთან, მაგრამ ამ სტერეოტიპითვერ მიუდგები. გამოსაკვლევია რა მოხდა“, - განაცხადა კაკულიამ.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე