პანკისის ხეობაში, შეტაკებების დროს დაშავებული ერთ-ერთი სპეცრაზმელი, თბილისში გადმოიყვანეს

საქართველო, თბილისი - 16:15 | 22.04.2019
ნანახია: 1048

პანკისის ხეობაში, შეტაკებების დროს დაშავებული ერთ-ერთი სპეცრაზმელი, თბილისში გადმოიყვანეს. დაშავებული სამართალდამცავი მკურნალობას კახეთის კლინიკაში გადიოდა, თუმცა ის ცოტა ხნის წინ „ნიუ ჰოსპიტალის“ კლინიკაში მოათავსეს.

სპეცდანიშნულების რაზმის წევრი გუშინ პანკისის ხეობაში დაპირისპირებისას დაშავდა. ექიმების ინფორმაცით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით რთულია. ჯერჯერობით უცნობია რა დაზიანებები აქვს მიყენებული სამართალდამცველს, ექიმს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია. 

შსს-ის ინფორმაციით, გუშინ, პანკისის ხეობაში მომხდარი შეტაკების შედეგად დაშავდა 55 ადამიანი, მათ შორის 38 პოლიციელი და 17 მოქალაქე.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე