მოვუწოდებ ტელეკომპანია „სიბიესს (CBS), პატივისცემით მოეკიდოს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას - სალომე ზურაბიშვილი

საქართველო, თბილისი - 15:41 | 22.04.2019
ნანახია: 1038

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამერიკულ ტელეკომპანია „სიბიესს“ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისკენ მოუწოდებს და მოითხოვს დააკორექტირონ სერიალის [საზღვაო პოლიცია: ახალი ორლეანი] ერთ-ერთი ეპიზოდი, სადაც, ზურაბიშვილის თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთი რუსეთის პროვინციად არის მოხსენიებული.

„სერიალის მომდევნო ეპიზოდში „სამხრეთ ოსეთი“ მოხსენიებულია, როგორც „რუსეთის პროვინცია“. სცენარის ეს შეცდომა დიდი უპასუხისმგებლობაა და ჩვენ მოვუწოდებთ ტელეკომპანია „სიბიესს (CBS) და სერიალის სცენარისტებს, პატივისცემით მოეკიდონ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და შეიტანონ ცვლილებები სცენარში“, - წერს სალომე ზურაბიშვილი მიკრობლოგ „ტვიტერში“.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე