შრი-ლანკის დედაქალაქში კიდევ ერთი აფეთქება მოხდა

საქართველო, თბილისი - 14:58 | 22.04.2019
ნანახია: 1033

შრი-ლანკის დედაქალაქ კოლომბოში კიდევ ერთი აფეთქება მოხდა. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ეკლესიასთან, სადაც გუშინ ტერაქტი მოხდა, სატვირთო ავტომობილი აფეთქდა. ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც გამნაღმველები სატვირთოში დამონტაჟებული ბომბის გაუვნებელყოფას ცდილობდნენ. დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

კვირას შრი-ლანკაში აფეთქებების სერია მოხდა. ექვსი აფეთქება სამ ტაძარსა და სამ სასტუმროში მოხდა, მეშვიდე კუნძულის დასავლეთით, მერვე კი კოლომბოს გარეუბანში მდებარე საცხოვრებელ კომპლექსში.

ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რაოდენობა 290-ს აღწევს, მათ შორის არიან დანიის, იაპონიის, პაკისტანის, მაროკოს, ინდოეთის, ბანგლადეშის, ჩინეთის, ჰოლანდიის, აშშ-ის, თურქეთისა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები. დაშავდა 500-მდე ადამიანი.

შრი-ლანკის პოლიციამ ტერაქტების კავშირში ბრალდებული 24 ადამიანი დააკავა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე