დანიელმა მილიარდერმა შრი-ლანკის ტერაქტებისას სამი შვილი დაკარგა

საქართველო, თბილისი - 14:31 | 22.04.2019
ნანახია: 1245

ბრიტანეთის ტანსაცმლის გაყიდვების კომპანია ASOS-ის მსხვილმა აქციონერმა და დანიის უმდიდრესმა ადამიანმა, მილიარდერმა ანდრეს ჰოლჩ პოვლსენმა შრი-ლანკის ტერაქტებში სამი შვილი დაკარგა. იუწყება BBC-ი. მილიარდერს სულ ოთხი შვილი ჰყავდა.

BBC-ის ცნობით, ოჯახი შრი-ლანკაში სააღდგომო დღესასწაულზე ჩავიდა. დაღუპული ბავშვების სახელები არ სახელდება, თუმცა მათი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია სერთაშორისო ქსელ Bestseller-ის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომელიც ასევე პოვლსენის საკუთრებაა.

მედიის მონაცემებით, 46 წლის პოვლსენი დიდ ბრიტანეთში მიწების მფლობელია, ის ასევე ფლობს გერმანული ონლაინ-მაღაზია Zalando-ს. Bloomberg-ის ცნობით, მისი ქონება 5,7 მლრდ დოლარად არის შეფასებული.

1957 წელს მამამისმა დააფუძნა მაღაზია Bestseller-ი, მოგვიანებით, კომპანია გადავიდა ანდრეს ჰოლჩ პოვლსენის დაქვემდებარებაში, ამჟამად, ის ფლობს ისეთ ბრენდებს, როგორიცაა Jack & Jones-ი, Vero Moda, Vila და Only. The Daily Mail-ის ცნობით, ASOS-ში პოვლსენის წილი 30 პროცენტს შეადგენს.

პოვლსენს ოთხი შვილი ჰყავდა: ალმა, ასტრიდი, აგნესი და ალფრედი, თუ რომელი მათგანი გადაურჩა სიკვიდლს, უცნობია.

კვირას შრი-ლანკაში რვა აფეთქება მოხდა. თვითმკვლელებმა ტერაქტები დედაქალაქ კოლომბოს ძვირადღირებულ სასტუმროებსა და მის შემოგარენში, ასევე ქალაქების კოლომბოს, ნეგომბოსა და ბატიკაოლას ეკლესიებში განახორციელეს.

ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 290, ხოლო დაშავებულია 450 ადამიანი. დაღუპულთა შორის 35 უცხო ქვეყნის 30-მდე მოქალაქეა.   

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე