შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა დაშავებული პოლიციელები მოინახულეს

საქართველო, თბილისი - 14:08 | 22.04.2019
ნანახია: 1046

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე კახა საბანაძე და მინისტრის მოადგილემვლადიმერ ბორცვაძე პანკისის ხეობაში დაშავებული პოლიციელების მოსანახულებლად, თელავის სამედიცინო დაწესებულებებში იმყოფებოდნენ.

 

მინისტრის მოადგილეები პირადად დარწმუნდნენ, რომ საავადმყოფოში მოთავსებული სამართალდამცველების მდგომარეობა სტაბილურია და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

სამართალდამცველები იმ დროს დაშავდნენ, როდესაც გუშინ, პანკისის ხეობაში, მოსახლეობის გარკვეული ჯგუფი პოლიციას თავს დაესხა და მათ ჯოხები და ქვები დაუშინა. ინციდენტის შედეგად დაშავდა 55 ადამიანი, მათ შორის 38 პოლიციელი და 17 მოქალაქე.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე