მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში შესვლის აკრძალვის მოხსნის თაობაზე უსაფრთხოების სამსახურს მიმართა

საქართველო, თბილისი - 13:15 | 22.04.2019
ნანახია: 971

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორმა მიხეილ სააკშვილმა უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ეგზიტპოლების გამოქვეყნებისთანავე უკრაინაში შესვლის აკრძალვის მოხსნის თაობაზე ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურს მიმართა. მან ამის შესახებ ტელეკომპანია „ნაშის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

 „მე მაქვს ბილეთი, მე უკვე მივმართე იურისტის მეშვეობით უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს, მომიხსნან აკრძალვა, რომელიც პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ჩემს წინააღმდეგ უკანონოდ შემოიღო, რათა შევძლო დაბრუნება და ჩემი თავის დაცვა“, - აღნიშნა მან.

ეგზიტპოლების შედეგებზე საუბრისას სააკაშვილმა აღნიშნა, რომ „ეს ნამდვილი ელექტორალური რევოლუციაა“.

 „უკრაინელმა ხალხმა ცოცხით გაყარა მთელი მოძველებული პოლიტიკური კლასი. მათ ხმა მისცეს არამხოლოდ პოროშენკოს წინააღმდეგ, არამედ ყველა ძელი პოლიტიკოსის, ძარცვისა და დამცირების წინააღმდეგ“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ცენტრალური საარჩევნო კომისის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატმა ვლადიმირ ზელენსკიმ ბიულეტინების 95,06 პორცენტის დათვლის შემდეგ ხმების 73,14 პროცენტი მიიღო, მოქმედ პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს კი მხარი ამომრჩეველთა 24,5 პროცენტმა დაუჭირა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე