ვლადიმირ ზელენსკის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარი ამომრჩეველთა 73,14%-მა დაუჭირა

საქართველო, თბილისი - 12:21 | 22.04.2019
ნანახია: 722

ცენტრალური საარჩევნო კომისის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატმა ვლადიმირ ზელენსკიმ ბიულეტინების 95,06 პორცენტის დათვლის შემდეგ ხმების 73,14 პროცენტი მიიღო, მოქმედ პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს კი მხარი ამომრჩეველთა 24,5 პროცენტმა დაუჭირა.

ექსპერტებმა ამ შედეგს უკრაინის ისტორიაში პრეცენდენტი უწოდეს. ამ დრომდე არცერთ პრეზიდენტს ამომრჩეველთა ასეთი ნდობის კრედიტი ჯერ არ მიუღია.

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 21 აპრილს გამართა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე