მაშველებმა ხევში ჩარჩენილი 2 მოქალაქე უვნებლად ამოიყვანეს

საქართველო, თბილისი - 12:00 | 22.04.2019
ნანახია: 841

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა დაბა წყნეთში, შოთა რუსთაველის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ხევში ჩარჩენილი ორი მოქალაქე უვნებლად ამოიყვანეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გადაუდებელი ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-დან შევიდა შეტყობინება, რომ ხევში - დაახლოებით, 15 მეტრის სიღრმეზე ორი მოქალაქე იმყოფებოდა და იქიდან ამოსვლას ვეღარ ახერხებდნენ.

შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდა სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ცუდი ხილვადობის და რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, სამაშველო ოპერაცია წარმატებით დასრულდა და სპეციალური თოკების დახმარებით, ხევში მყოფი ორივე მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე რამდენიმე წუთში გამოიყვანეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე