პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია "სოლიდარობა პანკისს" გაიმართება

საქართველო, თბილისი - 11:56 | 22.04.2019
ნანახია: 710

დღეს, 22 აპრილს, 19 საათზე, პარლამენტის შენობასთან დაგეგმილია საპროტესტო აქცია "სოლიდარობა პანკისს". აქცია „სოლიდარობა პანკისს“ გუშინაც გაიმართა, პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენების პარალელურად.

აქციის მინაწილეების თქმით, ისინი კიდევ ერთხელ გამოეხმაურებიან პანკისის ხეობაში დღეს განვითარებულ მოვლენებს და ამ ფორმით პოლიციისა და ხელისუფლების მიერ გატარებულ მოქმედებებს გააპროტესტებენ. აქციაზე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ასევე პანკისელი ახალგაზრდები იმყოფებოდნენ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე