გიორგი ქობულია თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადებას გააკეთებს

საქართველო, თბილისი - 18:20 | 18.04.2019
ნანახია: 858

ეკონომიკის მინისტრი, გიორგი ქობულია გადადგა. ინფორმაცია ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გავრცელდა. არსებული ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრს, გიორგი ქობულიას გადადგომა აიძულეს. 

გიორგი ქობულია ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ ამტკიცებდა, რომ მთავრობაში მიმდინარე ცვლილებები მას არ შეეხებოდა. მან დღეს დილითაც განუცხადა ჟურნალისტებს, რომ კითხვა მისი თანამდებობიდან შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით, პრემიერს შეუძლიათ ჰკითხონ.

ქობულიამ ეკონომიკის მინისტრის თანამდებობა 2018 წლის ივლისში დაიკავა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე