სასამართლო არის ყველა დემოკრატიული სახელმწიფოს მთავარი ფუნდამენტი და არავის არ გაუვა ამ სახელმწიფოს მისაკუთრება - ნინო გოგუაძე

საქართველო, თბილისი - 15:28 | 18.04.2019
ნანახია: 827

„კლანი უნდა წავიდეს“, „სასამართლო კლანის გარეშე“ - „ევროპულმა საქართველომ“ უზენაესი სასამართლოდან პარლამენტამდე საპროტესტო მსვლელობა მოაწყო. სასამართლოში ბიძინა ივანიშვილის გავლენებზე საუბრობს ”თავისუფალი დემოკრატების” პოლიტიკური მდივანი, ნინო გოგუაძე.

„ეს ქვეყანა არის ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების და არა ვიღაც ერთი კაცის სურვილების და ახირებების განხორციელების ასპარეზი, ამ ერთმა კაცმა გადაწყვიტა, რომ თვითონ არის სახელმწიფო, თვითონ არის სასამართლო და სამართლიანი იქნება ის, რასაც თვითონ გადაწყვეტს. სასამართლო არის ყველა დემოკრატიული სახელმწიფოს მთავარი ფუნდამენტი და არავის არ გაუვა ამ სახელმწიფოს მისაკუთრება,“ - განაცხადა გოგუაძემ.

„ევროპული საქართველოს“ მიერ ორგანიზებული აქცია უზენაეს სასამართლოსთან დაიწყო, საიდანაც მსვლელობით პარლამენტთან გადმოინცავლეს.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე