ვენეციის კომისიის დასკვნაში ასახული რეკომენდაციების ნაწილი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას - დიმიტრი გვრიტიშვილი

საქართველო, თბილისი - 15:27 | 18.04.2019
ნანახია: 842

იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვენეციის კომისიას არაკონსტიტუციური რეკომენდაციების შემუშავებაში ადანაშაულებს - ამის შესახებ განცხადება საბჭოს მოსამართლე წევრმა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ დიმიტრი გვრიტიშვილმა გაავრცელა. 

"დასკვნაში ასახული რეკომენდაციების ნაწილი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას (უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის შემცირება; მოსამართლეთა ეტაპობრივი დანიშვნა), ამიტომ ისინი ორგანულ კანონში ვერ აისახება; რეკომენდაციების ნაწილი გვთავაზობს იმავე ვენეციის კომისიის მიერ რამდენიმე წლის წინ გაცემული რეკომენდაციისაგან განსხვავებულ მოწესრიგებას (2013 წელს კომისიამ ჩათვალა, რომ ღია კენჭისყრის შეცვლა ფარული კენჭისყრით პროგრესული და მისასალმებელი ცვლილება იყო; დღეს კი, რატომღაც, კომისია ფიქრობს, რომ ფარული კენჭისყრა ცუდია),"-წერს გვრიტიშვილი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე