ზელენსკი არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პრეზიდენტის რეზიდენციებს ბავშვებს გადასცემს, თვითმფრინავებს კი „ჯანდაბაში“ გაუშვებს

საქართველო, თბილისი - 13:53 | 18.04.2019
ნანახია: 1773

უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატი ვლადიმირ ზელენსკი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში აპირებს პრეზიდენტის რეზიდენციები ბავშვებს გადასცეს, თვითმფრინავები კი გაყიდოს.

 „აი, ეს რეზიდენციები - მათში ვერანირ აზრს ვერ ვხდავ. მოკლედ, როდესაც ევროპაში მივდივართ, ექსკურსიებზე ვხედავ მეფეების ძველ რეზიდენციებს, და რა არის ახლა ეს? ეს ყველაფერი ექსკურსიისთვისაა... დაე ამ რეზიდენციებში ბავშვებმა იცხოვრონ“, - განუცხადა ზელენსკიმ უკრაინულ მედიას.

ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტის თვითმფრინავებს გაყიდის და იმედოვნებს, რომ რეგულარული რეისებით იფრენს.

„სამი (პრეზიდენტის თვითმფრინავები)? რა თქმა უნდა გავყიდი მათ, ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ. რა თქმა უნდა ვისურვებდი, ორი თვითმფრინავის გაყიდვას მაინც. რა საჭიროა სამი? ვინ დაფრინავს ამ თვითმფრინავებით? - აღნიშნა ზელენსკიმ.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე