სამხრეთ ოსეთმა უნდა გაიაროს ყირიმის გზა რუსეთთან გასაერთიანებლად - ანატოლი ბიბილოვი

საქართველო, თბილისი - 13:06 | 18.04.2019
ნანახია: 710

სამხრეთ ოსეთმა უნდა გაიაროს ყირიმის გზა რუსეთთან გასაერთიანებლად, - ამის შესახებ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა იალტის ე.წ.  ეკონომიკურ ფორუმზე ჟურნალისტებს განუცხადა.

 „ოსი ხალხი მოხარულია, რომ ყირიმის რესპუბლიკა თავის მშობლიურ მხარეს დაუბრუნდა. სამხრეთ ოსეთი 1990-იანი წლებიდან, საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტიდან ყველაფერს აკეთბეს იმისთვის, რომ რუსეთის შემადგენლობაში შევიდეს, რადგან დღეს ოსი ხალხი გაყოფილია... მიმაჩნია, რომ ყირიმის მიერ განვლილ გზას აუცილებლად დაადგება სამხრეთ ოსეთი“, - განაცხადა ბიბილოვმა.

მისი თქმით, დრომ აჩვენა, რომ ყირიმელების გადაწყვეტილება რუსეთთან გაერთიანების შესახებ ერთმნიშვნელოვნად სწორი და აბსოლუტურად კანონიერი იყო.

 „ამას წინ უკვე ვერანაირი სანქციები ვეღარ აღუდგება“, - აღნიშნა ბიბილოვმა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე