Disney პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენისთვის 5 მლნ დოლარს გამოყოფს

საქართველო, თბილისი - 12:31 | 18.04.2019
ნანახია: 1412

ამერიკულმა მედია-კონგლომერატმა The Walt Disney Company-მ განაცხადა, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენისთვის 5 მლნ დოლარს გამოყოფს.

1996 წელს კინოკომპანია Disney-მ გამოუშვა მულტფილმი ვიქტორ ჰიუგოს რომანის „პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის“ მოტივებზე - „კუზიანი ნოტრ-დამიდან“, რომლის დიდი ნაწილი მჭიდროდ უკავშირდება პარიზის არქიტექტურულ ძეგლს.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს ცეცხლი 15 აპრილს გაუჩნდა. დაიწვა სახურავი და ჩამოინგრა შპილი. საფრაგეთის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. სავარაუდოდ, ხანძარი სახურავის ნაწილში ელქტროობის გაუმართაობის გამო გაჩნდა, სადაც სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობდა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ტაძარს ხუთ წელიწადში აღადგენენ.

ტაძრის აღდგენის ფონდში ამ დროისთვის 1 მლრდ დოლარია გადარიცხული.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე