პერუში ყოფილი პრეზიდენტის თვითმკვლელობის გამო ეროვნული გლოვა გამოცხადდა

საქართველო, თბილისი - 11:24 | 18.04.2019
ნანახია: 818

პერუს ხელისუფლებამ ყოფილი პრეზიდენტის ალან გარსიას გარდაცვალების გამო ქვეყანაში სამდღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა.

ალან გარსიას (პრეზიდენტი 1985-1990 და 2006-2011 წლებში) დასაკავებლად პოლიცია ლიმაში მის საკუთარ სახლში გუშინ მივიდა.

პერუს შს მინისტრის კარლოს მორანის თქმით, ექს-პრეზიდენტმა პოლიციელებს ერთი ზარის განხორციელების ნებართვა სთხოვა, ოთხაში შევიდა, სადანაც იარაღის გასროლის ხმა გაისმა. პოლიციამ კარი შეამტვრია და დაჭრილი გარსია აღმოაჩინა. ის დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გარადჩენა ვერ მოხერხდა.  

ალან გარსია დადანაშაულებული იყო ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიისგან ქრთამის აღებაში.

პერუს მედიის ცნობით, გარსიას ოჯახის გადაწყვეტილებით მას, როგორც სახელმწიფო მეთაურს, პატივს არ მიაგებენ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე