ესტონეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე საქართველოსა და უკრაინის შესახებაც ისაუბრებს

საქართველო, თბილისი - 10:34 | 18.04.2019
ნანახია: 1522

დღეს, 18 აპრილს, ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი რუსეთის დედაქალაქში თავის რუს კოლეგას, ვლადიმირ პუტინს შეხვდება.

ესტონური მედიის ცნობით, კალიულაიდი მოსკოვში ესტონეთის საელჩოს განახლებული შენობის გახსნის ცერმონიაზე დასასწრებად მიემგზავრება. ვიზიტის ფარგლებში ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის პირისპი შეხვედრა.

პრეზიდენტებს შორის შეხვედრის თხოვნა ტალინიდან კრემლში 3 აპრილს გაიგზავნა. კრემლმა მიიღო აღნიშნული თხოვნა.

ცოტა ხნით ადრე კრემილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პრეზიდენტები ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების პერსპექტივებს განიხილავენ. ასევე იმსჯელებენ კულტურული და ჰუმანიტარული კავშირების გაღრმავებაზე.

აღსანიშნავია, რომ 2008 წლის შემდეგ ეს იქნება ესტონეთის პრეზიდენტის პუტინთან შეხვედრის პირველი შემთხვევა.

კერსტი კალიულაიდმა ესტონეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა, რომ მას სურს პუტინთან შეხვედრისას განიხილოს ასევე საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტები.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე