რუსეთიდან ე.წ. კანონიერ ქურდს ტარიელ ონიანს ესპანეთში აძევებენ

საქართველო, თბილისი - 10:30 | 18.04.2019
ნანახია: 1225

რუსეთიდან ე.წ. კანონიერი ქურდის ტარიელ ონიანის, იგივე ტაროს, ექსტარდირება ესპანეთში მოხდება.

ონიანი ორენბურგის ციხიდან 9 აპრილს გაათავისუფლეს, თუმცა მაშინვე ისევ დააკავეს. ქალაქ სოლ-ილეცკის სასამართლომ ის 40 დღით, 19 მაისამდე დააპატიმრა.

რუსეთის შსშ-ში აცხადებენ, რომ ის დააკავეს, როგორც მოქალაქეობის არმოქონე პირი, რომელზეც სერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული.

ონიანმა თანამზრახველებთან ერთად 2009 წლის 18 მარტს მოსკოვში ბიზნესმენი გაიტაცა. ბიზნესმენის გათავასუფლების სანაცვლოდ ონიანმა და მისმა თანამოაზრეებმა ნათესავებს 500 აასი დოლარი მოსთხოვეს.

21 მარტს მათ თანხის ნაწილი - 218 ათაის დოლარი მიიღეს, რის შემდეგაც ბიზნესმენი გაათავისუფლეს. თუმცა გამტაცებლებმა დარჩენილი თანხის გადახდაც მოითხოვეს. ამის შემდეგ დაზარალებულმა სამართალდამცველ ორგანოებს მიმართა. მალე დანაშავეები დააკავეს. ონიამს 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე