პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი 6 წლით დაიკეტება

საქართველო, თბილისი - 17:18 | 17.04.2019
ნანახია: 1033

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი მნახველებისა და მლოცველებისთვის 6 წლით დაიკეტება. სააგენტო Associated Press-ი ნოტრ-დამის მღვდელმსახურზე პატრიკ შოვეზე დაყრდნობით იუწყება.

სასულიერო პირმა ამის შესახებ ადგილობრივ ბიზნესმენებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, ჯერჯერობით უცნობია, ტაძრის 67 წარმომადგენელი სად გააგრძელებს სამსახურს ტაძრის აღდგენის პერიოდში.

ნოტრ-დამში ძლიერი ხანძარი 15 აპრილს გაჩნდა. ჩამოინგრა შპილი და სახურავი.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ნოტრ-დამი 5 წელიწადში აღდგება და აღნიშნა, რომ ის რესტავრაციის შემდეგ უფრო ლამაზი იქნება.

ამასთან, ფრანგმა რესტავრატორებმა განაცხადეს, რომ ტაძრის აღდგენას 10-15 წელი დასჭირდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე