სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბურბუშელას მწარმოებელ კომპანიას საწარმოო პროცესი შეუჩერა

საქართველო, თბილისი - 17:40 | 15.12.2015
ნანახია: 1589

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბურბუშელაში პიროტექნიკის აღმოჩენასთან დაკავშირებით ფაქტის შესწავლა დაუყოვნებლივ დაიწყო. სააგენტოს ინსპექტორებმა ბურბუშელას მწარმოებელ შპს „დავლათში" არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს.

სურსათში დადასტურდა ფიზიკური საფრთხის შემცველი პიროტექნიკის არსებობა, გამოვლინდა ასევე სხვა  კრიტიკული შეუსაბამობები, რის გამოც შპს „დავლათს" შეუჩერდა  საწარმოო პროცესი, ბიზნესოპერატორი კი 1000 ლარით დაჯარიმდა. მას დაევალა პროდუქციის ბაზრიდან გამოთხოვა, რასაც ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტო გაუწევს.

სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს ინსპექტირებას  მთელი ქვეყნის მასშტაბით და მიმართავს ბიზნესოპერატორებს, არ განათავსონ სურსათთან ერთად ასაფეთქებელი, მომწამვლელი და სხვა სახის ნივთიერებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები და პასუხისმგებლობა დაეკისრება როგორც მწარმოებელს, ასევე რეალიზატორს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე