ეკა ბესელია ირაკლი კობახიძეს იმპიჩმენტით ემუქრება

საქართველო, თბილისი - 16:00 | 17.04.2019
ნანახია: 793

„ვიდრე მეორეჯერ ავსულვარ ზემოთ, იქამდე გონს მოეგოს. მეორედ რომ ავალ, ქვემოთ ჩამოვიყვან, მერე მანდატური არ უშველის,“- ეს განცხადება დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალსიტებთან პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მისამართით გააკეთა და დაემუქრა, რომ უახლოეს პერიოდში მისი იმპიჩმენტის პროცედურას დაიწყებს.

ბესელიამ პარლამენტის თავმჯდომარესთან ცოტა ხნის მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა. კობახიძემ ბესელიასგან თქვენობით მიმართვა მოითხოვა და მიკროფონი გაუთიშა. ამის შემდეგ ბესელია პარლამენტის თავმჯდომარესთან მივიდა.

„ვინ არის კობახიძე რომ არ ვისარგებლო მე, როგორც დეპუტატმა. გავაფრთხილე, რომ კეთილი უნდა ინებოს და დაიცვას კონსტიტუცია და რეგლამენტი. ეს გაფრთხილება მივეცი. ჩვენი უფროსი კი არ არის, ის სხდომის წამყვანია. როცა პროცედურებს არღვევს, მას პასუხი მოეთხოვება. ვაგროვებ ყველა მის დარღვევას. მე აუცილებლად დავაყენებ მისი პასუხისმგებლობის საკითხს. თუ მას იქამდე არ ჩამოაშორებენ იმ პოზიციას, სადაც ის საფრთხის შემცველია პარლამენტისთვის, ქვეყნისთვის, თორემ ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს, დავაყენებ - იმპიჩმენტის წესი,“- აღნიშნა ბესელიამ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე