საუდის არაბეთიდან გაქცეული დები საქართველოში იმყოფებიან და დახმარებას ითხოვენ

საქართველო, თბილისი - 15:54 | 17.04.2019
ნანახია: 899

საუდის არაბეთიდან გაქცეული დები მიკრობლოგ Twitter-ში წერენ, რომ საქართველოში იმყოფებიან და დახმარებას გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს სთხოვენ. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

დები მაჰა და ვაფა ალ-სუბაიები ქსელში პასპორტების ფოტოებსაც აქვეყნებენ. 

„ჩვენ საუდელი დები ვართ, ჩემი სახელია მაჰა და ჩემი დის – ვაფა. ჩვენ საფრთხეში ვართ, თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება, რათა ჩვენი ხმა მივაწვდინოთ. ჩვენ გვინდა ქვეყანა, რომელიც მიგვიღებს და დაიცავს ჩვენს უფლებებს. გთხოვთ, დაგვეხმარეთ. საუდის არაბეთის მთავრობამ გააუქმა ჩვენი პასპორტები. ჩვენ ახლა საქართველოში ვართ“, – წერენ დები.

როგორც დები ამბობენ, მათ საძებნელად საქართველოში მამა და ძმები ჩამოვიდნენ. გოგონები დახმარებას და და უსაფრთხო ქვეყანაში გადაყვანას ითხოვენ.

„მამაჩემი და ძმები ჩამოვიდნენ საქართველოში და ისინი ჩვენ გვეძებენ. ჩვენ ოჯახის მხრიდან ჩაგვრას გავექეცით, რადგან საუდის არაბეთში კანონი ზედმეტად სუსტია ჩვენს დასაცავად. გვჭირდება გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტოს დაცვა იმისთვის, რომ უსაფრთხო ქვეყანაში წაგვიყვანონ. გთხოვთ, დაგვეხმარეთ გადარჩენაში“, – წერენ საუდის არაბეთიდან საქართველოში გამოქცეული დები.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე