კვიპროსმა აღიარა საქართველო, როგორც უსაფრთხო ქვეყანა - სალომე ზურაბიშვილი
საქართველო, თბილისი - 15:28 | 17.04.2019 ნანახია: 904საქართველოს და კვიპროსის პრეზიდენტებმა დღეს, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში, მედიისათვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.
საქართველოს პრეზიდენტმა კვიპროსის პრეზიდენტის ვიზიტს ისტორიული უწოდა და განაცხადა, რომ დღეს არის ისტორიული დღე, რადგან 27 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების შემდეგ, საქართველოში კვიპროსის პრეზიდენტი ჩამოვიდა.
,,ამ ვიზიტისათვის მინდა, კიდევ ერთხელ, მადლობა გადავუხადო მას და აღვნიშნო, რომ ეს ჩვენი ურთიერთობების ახალი ეტაპია.
შეხვედრაზე განვიხილეთ დიპლომატიური, პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების საკითხები. მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკურმა ურთიერთობებმა სახელმწიფოთა შორის ურთიერთობების დონეზე აიწიოს.
ამისათვის ხვალ იმართება საქართველო - კვიპროსის ბიზნესფორუმი. ურთიერთობათა განვითარების მიმართულებით ტურიზმისა და ტექნოლოგიების სფეროში ზრდის ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს. ტექნოლოგიების მიმართულებით კი, კვიპროსს საქართველოსათვის საკუთარი გამოცდილების გაზიარება შეუძლია.
ვისაუბრეთ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კვიპროსის დახმარების შესაძლებლობებზე და იმ საერთაშორისო ფორუმზე, რომელიც ჩატარდება ბათუმში. იმედი მაქვს, რომ კვიპროსი ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
შეხვედრებზე ვისაუბრეთ ცირკულარული მიგრაციის შესახებაც, რომელიც საქართველოს მხრიდან ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნების მიმართ ერთ-ერთი სერიოზული მოთხოვნაა და კვიპროსმა მზადყოფნა გამოთქვა, რომ ამ კუთხით ჩვენს ქვეყნებს შორის შეთანხმება შედგეს.
ძალიან ნიშანდობლივია, რომ კვიპროსმა აღიარა საქართველო, როგორც უსაფრთხო ქვეყანა და ყველანაირი დახმარება ამ ჩვენს გზაზე - ,,მეტი ევროპა საქართველოში და მეტი საქართველო ევროპაში“, კვიპროსის, როგორც ევროკავშირში საქართველოს ერთ-ერთი პარტნიორის მხრიდან, ძალიან მნიშვნელოვანია.
ჩვენ ვართ სტაბილური ქვეყნები, ოკუპირებული ტერიტორიებთან და კონფლიქტთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემით. ორივე ქვეყნის მხრიდან არსებობს საჭიროება და მზადყოფნა, რომ ჩვენ მხოლოდ მშვიდობიანი გზით ვიაროთ ამ მდგომარეობისა და კონფლიქტების გადასაწყვეტად.
ეს არის ასევე, მნიშვნელოვანი ერთობლივი გამოცდილება ორი, პატარა ქვეყნისათვის, რომელიც ცდილობს თავისი დამოუკიდებლობა გაამყაროს და მშვიდობიანი გზით მოახდინოს დღევანდელი მდგომარეობის ცვლილება.
კიდევ ერთხელ, მინდა მადლობა გადავუხადო კვიპროსის პრეზიდენტს, იმისათვის, რომ საოკუპაციო ხაზზე კვიპროსი სამი წარმომადგენლით მონაწილეობს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში და ეს საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვანია და გამოხატავს სწორედ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ურყევ მხარდაჭერას.
საჭიროა განვაგრძოთ ურთიერთობების ეს გზა, არა მხოლოდ იმ მიმართულებით, რასაც მოიცავს დღეს ხელმოწერილი დოკუმენტები -ინფორმაციის გაცვლის, სოფლის მეურნეობის და ჯანდაცვის კუთხით, არამედ, ყველა სხვა მიმართულებებითაც.
საჭიროა გავაძლიეროთ და განვახორციელოთ ერთობლივი პროექტები განათლებასა და კულტურაში - განათლების კუთხით ერთობლივი პროგრამები ევროკავშირში და ერთობლივი პროექტები არქეოლოგიაში. ეს ურთიერთობები უნდა გავაძლიეროთ, რადგან ჩვენ ვართ დიდი, ისტორიული კავშირების მქონე ორი ქვეყანა.
კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კვიპროსის პრეზიდენტს მისი ვიზიტისათვის და ვისურვო, რომ ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდეს“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
კვიპროსის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილს მადლობა გადაუხადა კვიპროსის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის.
,,ჩვენ ორმხრივად დავუჭერთ მხარს ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. რა თქმა უნდა, ჩვენც დავუჭერთ მხარს საქართველოს ევროპაში ინტეგრაციას. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას თავიდანვე უჭერდა კვიპროსი მხარს. ამას ძალიან დადებითი შედეგები მოჰყვა და მინდა, რომ ასევე დადებითი შეფასება მივცე იმ მცდელობებს, რომელსაც როგორც პირადად თქვენ, ასევე მთავრობა ახორციელებს ასოცირების ხელშეკრულების შესრულებისათვის.
კვიპროსელი ხალხის სახელით, მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და გაერო-ს რეზოლუციების მხარდაჭერისთვის და ვინაიდან საერთო პრინციპები გვაქვს, თქვენი მხარდაჭერა ამ რეზოლუციებში ძალიან მნიშვნელოვანია“,- განაცხადა ნიკოს ანასტასიადისმა.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
- „თეგეტა“ გარემოსდაცვით ღონისძიებას - „დედამიწის დღე 2024-ს“ შეუერთდა
- „თეგეტა მოტორსში“ Energizer-ის ბრენდის აკუმულატორებზე სპეციალური შეთავაზებები მოქმედებს
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა