გუდაურში, თოვლში ჩარჩენილი ადამიანები დახმარებას ითხოვენ

საქართველო, თბილისი - 14:52 | 17.04.2019
ნანახია: 823

გუდაურში ხალხი დახმარებას ითხოვს. ზვავსაშიშროების და ძლიერი ქარბუქის გამო, გზა ჩაიკეტა. კობი-გუდაურის დამაკავშირებელ მთავარ მაგისტრალზე თოვლში ერთი ავტომობილი ამობრუნდა, რის გამოც მოძრაობა პარალიზებულია.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ყინვასა და თოვლში ჩარჩენილი ავტობუსის 20 მგზავრი დახმარებას ითხოვს. უამინდობის გამო, ავტობუსის ადგილიდან გადაადგილება ვერ ხერხდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ადგილზე სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან. 

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „რუსთავი 2-ს“ განუცხადეს, მგზავრებს მათ უსაფრთხო ადგილზე გადასვლა შესთავაზეს, თუმცა უარი განაცხადეს.

მისივე ცნობით, მგზავრებმა ავტობუსში დარჩენა გადაწყვიტეს და გზის გახსნას ელოდებიან.

ამ დროისთვის გზის გაწმენდით სამუშაოებში მძიმე ტექნიკაა ჩართული. ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად როდის გაიხსნება გზა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე