სუდანის ყოფილი პრეზიდენტი ციხეში გადაიყვანეს

საქართველო, თბილისი - 14:47 | 17.04.2019
ნანახია: 696

სუდანის ყოფილი პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი ხართუმის ციხეში გადაიყვანეს.

ის სამარტოო საკანში, გაძლიერებული დაცვის ქვეშ მოათავსეს.

აქამდე ალ-ბაშირი პრეზიდენტის რეზიდენციაში შინა პატიმრობაში იმყოფებოდა.

გასულ კვირას სუდანში სამხედრო გადატრიალება მოხდა. შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობამ პრეზიდენტი ხელისუფლებას ჩამოაშორა და დროებითი  სამხედრო საბჭო ჩამოაყალიბა. რომლის თავმჯდომარეც თავდაცვის მინისტრი ავად იბნ აუფი გახდა.

მალე იბნ აუფმა ეს პოსტი დატოვა და თავის მემკვიდრედ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი გენერალი აბელფათაჰ ალ-ბურჰანი დანიშნა. სუდანში გარდამავალმა პერიოდმა შესაძლოა, ორ წელს გასტანოს.

ალ ბაშირი ქვეყანას 1989 წლიდან, 30 წლის განმავლობაში მართავდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე