თურქეთში უნიკალური შავი ვარდის ყვავილობის სეზონი დაიწყო

საქართველო, თბილისი - 14:19 | 17.04.2019
ნანახია: 2550

თურქეთში უნიკალური შავი ვარდის - კარაგიულის ყვავილობის სეზონი დაიწყო. შავი ვარდი მსოფლიოში მხოლოდ ერთ ადგილზე - თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით შანლიუფრის პროვინციაში იზრდება. რამდენიმე წლის წინ ამ ველური ყვავილის მოყვანა გარემო პირობების ცვილებების გამო შეჩერდა, მაგრამ ახლა მიმდინარეობს სათბურებში მისი მოყვანის პროექტის განხორციელება.

კარაგიულის პლანტაციები წარსულში ტურისტების ყურადღებას იქცევდა, თუმცა ბოლო დროს ეს ყვავილი გადაშენების ზღვარზე აღმოჩნდა, ამის მიზეზი კი პროვინციაში ახალი ეკოლოგიური ვითარება გახდა კაშხლის მშენებლობის გამო.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე