პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი 5 წელში აღდგება და ბევრად ლამაზი იქნება - ემანუელ მაკრონი

საქართველო, თბილისი - 11:34 | 17.04.2019
ნანახია: 756

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი აუცილებლად აღდგება და ბევრად ლამაზი იქნება, ვიდრე ეს აქამდე იყო, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა. მისივე თქმით, იგი იმედს იტოვებს, რომ ტაძრის აღდგენით სამუშაოებს 5 წელი დასჭირდება.

"პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილი ხანძარი გვახსენებს, რომ ჩვენი ისტორია არასდროს მთავრდება. ვიზიარებ თქვენს ტკივილს, მაგრამ ასევე ვიზიარებ იმედს. ახლა უნდა ვიმოქმედოთ და ვიმოქმედებთ კიდეც. ჩვენ აუცილებლად აღვადგენთ ტაძარს, გაცილებით ლამაზს, ეს უნდა მოხდეს 5 წელიწადში, ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება!" - თქვა მაკრონმა.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს ცეცხლი 15 აპრილს გაუჩნდა. 400-მდე მეხანძრე მის ლოკალიზებას ცხრა საათის განმავლობაში ცდილობდა.  ხანძრის შედეგად, ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა, თუმცა მეხანძრეებმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სტრუქტურის სრული განადგურებისგან გადარჩენა შეძლეს. ხანძარს გადაურჩა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ფერადი სარკმელები. გადარჩენილია მთავარი რელიკვიები – მაცხოვრის ეკლის გვირგვინი და წმინდა ლუის ტუნიკა, საკურთხეველი და საკურთხევლის ჯვარი. ასევე ხელოვნების ძირითადი ნიმუშები, რომლებიც პარიზის მერიაში გადაიტანეს. მალე მათ ლუვრში გაგზავნიან.

 

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე