მამაკაცი ასობით ბავშვის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს

საქართველო, თბილისი - 11:17 | 17.04.2019
ნანახია: 940

აშშ-ის პოლიციამ ლუიზიანას შტატში დააკავა მამაკაცი, რომელიც ბავშვების გაუპატიურების 100 შემთხვევაშია ბრალდებული.

პოლიციის განცხადებით, ქალაქ პაინვილის მცხოვრები ჯოზეფ ფაუნტინი 9 აპრილს მას შემდეგ დააკავეს, რაც პოლიციას მიმართა ადამიანმა, რომელმაც განაცხადა, რომ  ფაუნტინმა ის ბავშვობის ასაკში გააუპატიურა.

ფაუნტინი ბავშვებზე სექსუალურად 1970-80 წლებში ძალადობდა. ის 13 წლამდე ასაკის ბავშვებს აუპატიურებდა.  პოლიცია მსხვერპლთა ზუსტ რაოდენობას არ ასახელებს. გამოძიება გრძელდება.

ლუიზიანას შტატში მსგავსი დანაშაულისთვის ბრალდებულს უვადო პატიმრობა ან სიკვდილით დასჯა ემუქრება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე