გარემოს ეროვნული სააგენტო გარემოს დაბინძურების მონიტორინგს აგრძელებს

საქართველო, თბილისი - 10:51 | 17.04.2019
ნანახია: 737

საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ქ. რუსთავში დავით გარეჯის ქუჩაზე  ჰაერის ხარისხის კვლევა მობილური ავტომატური სადგურის საშუალებით განხორციელდა.   სპეციალისტებმა რამდენიმე წერტილში ნიადაგის სინჯებიც აიღეს, აღებული სინჯები  გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში  იქნა გადატანილი  კვლევებისთვის.   

მობილური სადგურის საშუალებით ადგილზე ატმოსფერული ჰაერის რვა დამაბინძურებელი ნივთიერების  (PM10, PM2.5, ნახშირჟანგი, გოგირდის დიოქსიდი, აზოტის ოქსიდი და დიოქსიდი, NOX და ოზონი) კონცენტრაციები ისაზღვრებოდა. 24 საათიანი მონიტორინგის შედეგად ქ. რუსთავში დავით გარეჯის ქუჩაზე   ატმოსფერულ ჰაერში   მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციების ნორმაზე  გადაჭარბება დაფიქსირდა, ხოლო სხვა მავნე ნივთიერებების კონცენტრაციები კი შესაბამის ნორმებს არ აღემატებოდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნულმა  სააგენტომ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით რუსთავში   ჰაერის  სტაციონალური სადგური დაამონტაჟა,   რომელიც ქალაქში ჰაერის ხარისხის ფონურ მდგომარეობას განსაზღვრავს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე