2020 წლის არჩევნებში ჩემი მოწინააღმდეგეები გიჟი ბერნი სანდერსი და მძინარა ჯო ბაიდენი იქნებიან - ტრამპი

საქართველო, თბილისი - 10:20 | 17.04.2019
ნანახია: 963

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიკრობლოგ „ტვიტერში“ დაწერა, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მისი ძირითადი მეტოქეები სენატორი ბერნი სანდერსი და ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იქნებიან.

 „დარწმუნებული ვარ, რმ საარჩევნო რბოლაში ქვეყნის ისტორიაში საუკეთესო ეკონომიკის წინააღმდეგ (და კიდევ სხვა მშვენიერ საკითხებში) იქნებიან გიჟი ბერნი სანდერსი და მძინარა ჯო ბაიდენი, მე ველოდები ბრძოლას ნებისმიერთან. ღმერთო, დაიფარე მათი სულები!“, - წერს ტრამპი.

ამ მომენტისთვის ბერნი სანდერსი 18 მლნ დოლარით ლიდერობს დემოკრატების სხვა კანდიდატებს შორის საარჩევნო კამპანიისთვის შეგროვებული ფინანსების მიხედვით. ამასთან, ჯო ბაიდენი საარჩევნო მარათონში ჯერ კიდევ არ ჩართულა. თუმცა, სავარაუდოდ, ეს მალე მოხდება.

მანადე გაზეთი The Hill წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ ბაიდენმა თავის მომხრეებს განუცხადა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ და ფინანსური მხარდაჭერა სთხოვა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე