"პანორამა თბილისის" მშენებლობაზე დაშავებული სამივე ახალგაზრდა ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება

საქართველო, თბილისი - 09:55 | 17.04.2019
ნანახია: 837

 

"პანორამა თბილისის" მშენებლობაზე დაშავებული სამივე ახალგაზრდა ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. ექიმების ინფორმაციით, არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა მედიკოსების მეთვალყურეობა მათთვის აუცილებელია. 19, 20 და 21 წლის ახალგაზრდები ფასადზე მუშაობდნენ და თითქმის ათი მეტრის სიმაღლიდან რუსთაველის 1-ელ ნომერსა და მასშტაბურ მშენებლობას შორის არსებულ სივრცეში ჩაცვივდნენ. ტერიტორია იმდენად ვიწრო და მიუდგომელია, რომ დაშავებულთა დასახმარებლად მისვლა სასწრაფო დახმარების ბრიგადასაცგაუჭირდა. დაშავებულები საავადმყოფოებში სამართალდამცველებმა უკვე გამოკითხეს.

ექიმების თქმით, ერთ-ერთ დაზარალებულს აღენიშნება ქალა-ტვინის ტრავმა, თავის ტვინი შერყევა, გულ-მკერდის დახურული ტრავმა, ტრავმული პნევმო-თორაქსი, ნეკნების მოტეხილობა, გულ-მკერდის რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა, მარჯვნივ იდაყვის ამოვარდნილობა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე