ლარი გამყარებას განაგრძობს

საქართველო, თბილისი - 17:15 | 16.04.2019
ნანახია: 255

16 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6906 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6916 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.10 თეთრი შეადგინა. 

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.0404 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0447 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.43 თეთრი შეადგინა. 

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.4631 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.5201 ლარი ეღირება. 

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 17 აპრილიდან შევა ძალაში.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე