2019 წელს წიაღის სექტორში 35 000-მდე ადამიანის დასაქმება იგეგმება

საქართველო, თბილისი - 17:11 | 16.04.2019
ნანახია: 834

წიაღის სექტორის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი ქობულია ესწრებოდა, დასახელდა ის მაჩვენებლები, რომელთა მიღწევასაც უახლოეს წლებში დაგეგმილი აქტივობებით ეკონომიკის სამინისტროს წიაღის ეროვნული სააგენტო გეგმავს. სააგენტოს ხელმძღვანელის, მაია ზავრაშვილის განცხადებით, მარტო 2019 წლის განმავლობაში დასაქმებულთა რაოდენობის 35 000-მდე, ხოლო ექსპორტის მაჩვენებლის 700 მლნ დოლარამდე გაზრდა არის ნავარაუდევი.
„მთლიანი საბოლოო შედეგები, რომლებიც ჩვენმა შემდგომმა ნაბიჯებმა ქვეყანას უნდა მოუტანოს, არის დამატებითი ღირებულებების ჯაჭვის შექმნა, გაზრდილი ეკონომიკური მაჩვენებლები, განვითარებული სანედლეულო ბაზა, ეკონომიკურად მომგებიანი და გამჭვირვალე სისტემა და სხვა მნიშვნელოვანი ბენეფიტები" - განაცხადა წიაღის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე