ნოტრ-დამის პარალელურად ხანძარი იერუსალიმის მეჩეთის ტერიტორიაზეც გაჩნდა

საქართველო, თბილისი - 17:01 | 16.04.2019
ნანახია: 1177

უმნიშვნელო აალება მოხდა იერუსალიმის ალ-აქსის მეჩეთის ტერიტორიაზე. ცეცხლი დაცვის ჯიხურში გაჩნდა. ხანძარს რელიგიური სიწმინდეებისთვის ზიანი არ მიუყენებია.

ინციდენტი გუშინ საღამოს მოხდა და ყურადღება იმით მიიქცია, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძრის გაჩენის დროს დაემთხვა.

გავრცელებული ცნობით, ცეცხლის გაჩენის მიზეზი ბავშვების დაუდევრობა გახდა. დაცვის წევრებმა ხანძარი სწრაფად ჩააქრეს.

ალ-აქსისა და ქუბათ ას-საჰრის მეჩეთების კომპლექსი იერუსალიმის ცენტრში მდებარეობს და ისლამური სამყაროს მნიშვნელობით მესამე სიწმინდეს წარმოადგენს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე