Charlie Hebdo-მ ცეცხლმოდებულ ნოტრ-დამს კარიკატურა მიუძღვნა

საქართველო, თბილისი - 16:37 | 16.04.2019
ნანახია: 1046

ფრანგულმა სატირულმა ჟურნლმა Charlie Hebdo-მ, რომელიც აქტუალურ თემებზე სკანდალური კარიკატურებით არის ცნობილი, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილ ხანძარს ახალი ნომერი მიუძღვნა.

„ცეცხლმოდებული ნოტრ-დამი: მხოლოდ ამ სამშაბათს შუადღიდან Charlie Hebdo გამოდის ელეტქრონული ვერსიით და პარიზის 50 ჯიხურში“, - ნათქვამია გამოცემის მიკრობლოგ Twitter-ში.  

ჟურნალის ყდაზე, წითელ ფონზე გამოსახულია საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, რომლის თავზეც ნოტრ-დამი იწვის. ქვევით არის წარწერა - „რეფორმები“ და მაკრონის რეპლიკა: „მე დავიწყებ მზიდი კონსტრუქციებით“.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე