საგანგაშო სტატისტიკა ხშირად უნდა გავიმეოროთ, რადგან რეალურად ვკარგავთ ადამიანებს გზებზე – გიორგი გახარია

საქართველო, თბილისი - 14:03 | 16.04.2019
ნანახია: 1154

საგანგაშო სტატისტიკა ხშირად უნდა გავიმეოროთ, რადგან რეალურად ვკარგავთ ადამიანებს გზებზე, – განაცხადა შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეზენტაციაზე, სადაც საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით 2019 წლის ბოლომდე განსახორციელებელი სამოქმედო გეგმა წარადგინეს.

„საგანგაშო სტატისტიკა ხშირად უნდა გავიმეოროთ, რადგან რეალურად ვკარგავთ ადამიანებს გზებზე. 2018 წელს ჩვენ დავკარგეთ 459 ადამიანი, 10 წლის განმავლობაში – 6 608 ადამიანი. გუშინ, 15 აპრილს ჩვენ დავკარგეთ სამი ადამიანი და დაშავებული გყავს 16.

თითოეული მოქალაქე უნდა გამოვიდეთ კომფორტის ზონიდან, გავუსწოროთ თვალი რეალობას და ის ქმედებები, რომლებსაც მივყავართ ამ ტრაგიკულ შემთხვევებამდე უნდა დავიყვანოთ მინიმუმამდე” - აღნიშნა გახარიამ.

მისი თქმით, შსს გააგრძელებს კამერების სისტემისა და ქულების სისტემის შემდგომ მოწესრიგებას, თუმცა ეს პრობლემები ვერ მოგვარდება, თუ თითოეული მოქალაქე თავისი კომფორტის ზონიდან არ გამოვა.

რაც შეეხება ჩვენს გეგმებს, შსს საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში გააგრძელებს ქმედებებს, ეს იქნება, როგორც კამერების სისტემის მოწესრიგება, ასევე ქულების სისტემის შემდგომი განვითარება. თუმცა ეს არ იქნება საკმარისი, ცალკე აღებული ვერც ერთი უწყება ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს. უნდა გამოვიდეთ კომფორტია ზონიდან და ზუსტად ამიტომ დავარღვიეთ ჩვენ ზოგიერთი ჩვენი მოქალაქის, მეგობრის აღქმა, ესთეტიკა და ვეცადეთ, რომ სიმართლისთვის გაგვესწორებინა თვალი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო საგზაო უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაციის ანალიზი და განსახორციელებელი ღონისძიებები. წარმოდგენილი ანალიზის მიხედვით, მხოლოდ 2018 წელს ავტოსაგზაო შემთხვევებს 459 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო ბოლო 10 წელიწადში ავტოსატრანსპორტო შემთხვევების შედეგად საქართველოში 6 608 ადამიანი გარდაიცვალა და 85 946 ადამიანმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე