მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

საქართველო, თბილისი - 11:42 | 16.04.2019
ნანახია: 785

პანკისში, სპეცოპერაციისას მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტში მივიდა. ის პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

მალხაზ მაჩალიკაშვილმა აღნიშნული საკთხზე განცხადება საკანონმდებლო ორგანოში გააკეთა.

„საზოგადოებამ უნდა გაიგოს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით რაშია საქმე და რატომ ვითხოვ კომისიის შექმნას. დარწმუნებული ვარ, საქმეს არ გახსნიან. ეს ყველაფერი მოხდა თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის გადასაფარად. შეცდომა დაუშვეს, ან ბინა შეეშალათ, ან არ ვიცი, ეს არის საუკუნის საქმე, რომელიც უნდა გაიხსნას. უნდა თქვან რისთვის და რატომ მოვიდნენ ჩვენ სახლში“, – განაცხადა მაჩალიკაშილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე