ვრცელდება პირველი ფოტოები პარიზის ღვთისმშობლის ტაძრიდან

საქართველო, თბილისი - 10:40 | 16.04.2019
ნანახია: 1541

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრიდან პირველი ფოტოები გავრცელდა. ნოტრ-დამში  ხანძარი ორშაბათს საღამოს გაჩნდა. შედეგად ჩამოინგრა სამრეკლო, ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა. თუმცა მეხანძრეებმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სტრუქტურის სრული განადგურებისგან გადარჩენა შეძლეს. გადაჩენილია მთავარი რელიკვიები – მაცხოვრის ეკლის გვირგვინი და წმინდა ლუის ტუნიკა. ასევე საკურთხეველი და საკურთხევლის ჯვარი.

 

 

 
Пожар в соборе Парижской Богоматери

ცეცხლს რამდენიმე სათის განმავლობაში აქრობდნენ, მისი ჩაქრობა მხოლოდ გამთენიისას მოხერხდა. ოპერაციაში 400 მეხანძრე მონაწილეობდა, მათგან ერთი მსუბუქად დაშავდა.

 
Пожар в соборе Парижской Богоматери

ხანძრის მიზეზი ჯერ უცნობია. ტაძრის ნაწილი ხის მასალით იყო გადახურული. შესაძლოა, ცეცხლი სარესტავრაციო სამუშაოების დროს უსაფრთხოების ზომების დარღვევამ გამოიწვია.

 
Пожар в соборе Парижской Богоматери

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მეუღლესთან ერთად ტაძარში მივიდა. მან მადლობა გადაუხად მეხანძრეებს და განაცხადა, რომ პარიზის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირშესანიშნაობა სრულად აღდგება.

საფრანგეთის კულტურული მემკვიდრეობის სახელმწიფო ფონდმა ტაძრის აღდგენისთვის სახსრების შეგროვება დაიწყო.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე