ინგლისის მეფის ედუარდ მეხუთის ძვირფასი ბროში მინდვრის ხნულში იპოვეს

საქართველო, თბილისი - 16:00 | 15.04.2019
ნანახია: 1378

ინგლისში, ლინკოლნშირის საგრაფოში განძის მაძიებელმა მეფე ედუარდ მეხუთის კუთვნილი ბროში იპოვა. იუწყება Daily Mail-ი.

42 წლის ლიზა გრეისმა მე-15 საუკუნის ძვირფასი სამკაული ლითონის დეტექტორით ახლად მოხნულ მინდორში იპოვა. მისი თქმით, ბროში მიწის ქვეშ ეგდო. სამკაული შესანიშნავად იყო შენახული.  

ლიზა მეგობრებს დაუკავშირდა და მათი რჩევით ექსპერტებს მიმართა. ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ სამკაული ედუარდ მეხუთეს ეკუთვნოდა, რადგან ბროში მზის ფორმისაა, რომელიც მისი პირადი ემბლემა იყო, ცენტრში კი მოთავსებულია მონარქის საყვარელი ქვა - ამეთვისტო.

სავარაუდოდ მეფემ სამკაული, რომელსაც ტრადიციულად ქუდზე იმაგრებდა, ვარდების ომის ერთ-ერთი ბრძოლის დროს დაკარგა.

სამკაულმა ექსპერტებისა და მუზეუმების დიდი ინტერესი გამოიწვია, რომლებიც მზად არიან მასში 15 ათასი ფუნტი გადაიხადონ. ბროში აუქციონზე აპრილის ბოლოს გაიყიდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე