ქენდალ ჯენერმა ქართველი დიზაინერის ფეხსაცმელები მოირგო | ფოტო

საქართველო, თბილისი - 14:47 | 15.04.2019
ნანახია: 1825

ამერიკელი ტოპ-მოდელი ქენდალ ჯენერი მუსიკის ფესტივალ Coachella-ზე ქართული ბრენდის Nina Zarqua-ს ფეხსაცმელებით მივიდა. მოდელმა ფოტოები Instagram-ზე გამოაქვეყნა.

ფესტივალის მეორე დღეს სუპერმოდელი კვლავ Nina Zarqua-ს ფეხსაცმელებით მივიდა. ფოტოებზე ის ცისფერი კაბითა და ლაიმისფერი ჩექმებით არის აღბედჭილი, რომელიც აღნიშნული ბრენდის კოლექციას ეკუთვნის.

ქართული ბრენდი Nina Zarqua 2016 წელს გამოჩნდა. ამჟამად მისი პროდქცია წარმოდგენილია მსოფლიო ონლაინ-რითეილერების ვებ-გვერდებზე, ასევე ვაშინგტონის, კიევის, მოსკოვისა და სხვა ქალაქების მაღაზიებში.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ქენდალ ჯენერი არჩევანს ქართველი დიზაინერების პროდუქციაზე აკეთებს. ის იანვარში BAFTA-ს დაჯილდოების ცერემონიაზე ქართული ბრენდის Dalood-ის შავი სამოსითგამოჩნდა.

მას იმ დღეს ემოსა შავი პიჯაკი, შარვალი და ტყავის გრძელი ხელთათმანები.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე